500-600გრ.კარტოფილი
2 ცალი კვერცხი
3 ს.კ. სახამებელი (კრახმალი)
1 თავი ხახვი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
პილპილი ოდნავ
საწებელი:
2-3 კბილი ნიორი
რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი
6 ს.კ. სოიოს სოუსი
2 ს.კ. ძმარი
1 ს.კ. ზეთი
2 ჩ.კ. შაქარი (მე თაფლით შევცვალე)
2 ჩ.კ. კუნჟუტი (სეზამის მარცვლები)
წითელი წიწაკა
გავთალოთ კარტოფილი, ჩავდოთ ცივ წყალში.
ხახვი წვრილად დავჭრათ.
სახამებელი და მარილი აურიოთ ერთმანეთში.
კვერცხი ჩანგლით გავთქვიფოთ.
გავხეხოთ კარტოფილი და დანარჩენი ინგრიდიენტები დავუმატოთ.
ზეთიან, გახურებულ ტაფაზე, ოდნავ საშუალოზე დაბალ ცეცხლზე შევწვათ მაჭკატები (კოვზით ამოიღეთ და ტაფაზე დადეთ).
მოვამზადოთ სოიოს საწებელი, ანუ ყველა ინგრიდიენტი ნელი მორევით შევაერთოთ (ნიორი დავნაყოთ), ბოლოს დავაყაროთ მწვანე დაჭრილი ხახვი და კუნჟუტის მარცვალი.
ამოვავლოთ საწებელში მაჭკატები და მივირთვათ.
პ.ს. საწებელი თქვენს გემოზე შეანელეთ, ზოგჯერ სოიოს სოუსი არის მძაფრი და ოდნავ წყლის დამატებას ითხოვს. მე მაქვს ასეთი შავი სოიოს სოუსი და ცოტა წყალი დავამატე.
ასევე მაჭკატებში კრახმალის ნაცვლად მჭადის ფქვილიც შეიძლება ,მე ორივე ვარიანტი მოვამზადე.

