
ყველასათვის ნაცნობი, არომატული და ქაფ-ქაფა.
ყველას თავისი მომზადების წესი აქვს, მე ჩემსას შემოგთავაზებთ.
{fshare}
Indian chai masala - არომატული და სასიამოვნო დასალევია.. თან, ჰოლანდიაში ზაფხული უკვე მიილია და გვიანი შემოდგომა დაგვიდგა... ივნისის შუა რიცხვებია, შეგახსენებთ .. თუმცა, აქ ხომ ასე იცის.. მოკლედ, სურნელოვანი, თბილი და გემრიელი სითხე მისწრება აღმოჩნდა ამ ამინდისთვის.. თან, იტალიური თაფლიანი ნამცხვარიც მქონდა მისაყოლებლად.
{fshare}
ძალიან მარტივი და გემრიელიცაა. ერთ-ერთი ცნობილი წამყვანისა და სპორცმენის რეცეპტებიდანაა.
{fshare}
რძე, ფერადი მარშმელოუ და ყველას საყვარელი შოკოლადი - რა უნდა იყოს ბავშვებისთვის ამაზე საყვარელი სასმელი? - ჩემი შვილები პირველ ადგილზე აყენებენ... თუმცა, გირჩევთ, მხოლოდ ჯილდოდ დაუწესოთ - საკმაოდ ტკბილია:)
{fshare}
ამ სასმელის გაკეთების იდეა გადაცემა “შუა დღის” კულინარიული ფოტოების თვალიერებისას გამიჩნდა. იქ რამდენიმე რეცეპტი დევს, ცოცხალი ხილით და სხვა არომატული მცენარეების გამოყენებით. რადგან ახლა მარწყვის სეზონია და ყველას მიუწვდება ხელი ამ ხილზე,სწორედ მარწყვი ავირჩიე თან როგორ მიყვარს! მართლა ძალიან გემრიელი გამოვიდა და აუცილებლად გავაკეთებ სხვა კომბინაციებსაც
ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება უალკოჰოლო გამაგრილებელი კოქტეილები და ლიმონათებია. რადგან ჯერ სხვა ხილის დიდი არჩევანი არ გვაქვს, მარწყვი იქცა ჩემი ექსპერიმენტების ობიექტად… მარწყვის ლიმონათი პიტნითა და ლიმონით, რომლის შესახებაც ამ პოსტში ვწერდი, რამდენჯერმე უკვე გავაკეთე. ჩემს რეცეპტების სკივრს რომ ჩავხედე, თვალში რეჰანის სასმელი მომხვდა, რომელიც ოდესღაც შემომინახია რომელიღაც ბლოგიდან. საერთოდ, კულინარიული ბლოგების კითხვა ჩემი საყვარელი საქმეა. უამრავი მაქვს შენახული ჩემს ”ბუქმარკებში” და ისე ხშირად ვათვალიერებ, უკვე ფოტოებსაც კი ვცნობ, სტილის მიხედვით
.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, შემონახულ რეცეპტს რაღაც მოვაკელი, რაღაც მივამატე და რაც გამოვიდა , თქვენს წინაშე ვამზეურებ:)
არომატული მცენარეებისა და ხილის ლიმონათები ზაფხულში შეუდარებელია. ვამზადებ ყველაფრით და ყველანაირს: პიტნით, რეჰანით, ტარხუნით, ხილის სხვადასხვა კომბინაციებით, კიტრით (დიახ, კიტრით ) და რა თქმა უნდა ლიმონით. ზოგი მომწონს, ზოგი ნაკლებად … ტარხუნის მძაფრ არომატს მარწყვი არბილებს და დასალევად უფრო სასიამოვნოს და მსუბუქს ხდის. შაქარი თქვენი გემოვნებით დაამატეთ, თუმცა მე აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ქვემოთ მოყვანილი რაოდენობა.
ამ პაპანაქებაში გამაგრილებელ გემრიელ ლიმონათზე უკეთესს რას შემოგთავაზებთ! პიტნის რამდენიმე ვარიაცია ავითვისე, სხვადასხვა ხილის არომატით, ცხელი თუ ცივი წესით მომზადებული. რომლებიც მომწონს, დღის შუქსაც ვაღირსებ
ესეც ერთ-ერთი მათგანი
ზაფხულის პაპანაქებაში ასეთი სასმელები ნამდვილი მისწრებაა! ცივი, ყინულით სავსე, არომატული და გემრიელი. შაქარი შეგიძლიათ ნაკლებიც დაამატოთ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. დაგჭირდებათ მხოლოდ რეჰანი, ატამი შაქარი და რა თქმა უნდა წყალი.
ნატურალური იოგურტის მომზადება საოჯახო პირობებში მინდა შემოგთავაზოთ; მანამ, კი სანამ მომზადების ტექნიკურ მხარეზე გადავიდოდე, ვთვლი, რომ საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი გაგაცნოთ:
1. იოგურტის მომზადებისას იგივე წესები გამოიყენება რაც მაწონის მომზადებისას; პრინციპში, ეს ერთი და იგივეა, უბრალოდ განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნის, კულტურის, ბაქტერიის მიხედვით;
2. ნატურალური იოგურტის მომზადებისას შედეგი - სისქე, გემო, შენახვის ვადა დამოკიდებულია „იოგურტის დედოზე/ძირზე“ რადგან სხვადასხვა ბაქტერიის შემცველები არიან;
3. თუ თქვენ გსურთ ისეთივე გემოს და სისქის იოგურტი მიიღოთ რასაც მაღაზიაში ყიდულობთ - იმედი უნდა გაგიცრუვოთ, რადგან ნატურალური იოგურტის გარდა, სხვა კომბინირებულ იოგურტებს სახლის პირობებში ვერ მოამზადებთ ქარხნულის ანალოგიურს, ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ იოგურტის შეფუთვაზე შემადგენლობის სიას მოძებნით და კონსერვანტებისა და გამასქელებმების სიას იპოვით;
5. პრინციპში, სახლში ხომ იმისთვის ამზადებთ, რომ ეს „ქიმია“ მოაშოროთ და ნატურალური პროდუქტი მიირთვათ;
{fshare}
მოკლედ და კონკრეტულად, ეს კიტრისა და პიტნის ლიმონათია. რეცეპტი რომელიღაც რუსულენოვან ფუდ-ბლოგზე ვნახე ადრე, ვცადე და რომ გითხრათ რომ აღვფრთოვანდი, მართალი არ ვიქნები. შემდეგ იგივე კომბინაციით, თუმცა ცოტა განსხვავებული ვერსია გემრიელი.ge-ის ფეისბუქის გვერდზე ვნახე. ფოტო იმდენად მიმზიდველი და ლამაზი იყო, ხელახლა გამიჩნდა გაკეთების სურვილი. ქართულ და რუსულ ვერსიებში განსხვავება ის იყო, რომ რუსულში თაფლი ჰქონდა შაქრის ნაცვლად, და ლიმონის წვენიც ძალიან ცოტა. მე კი მიმაჩნია რომ ლიმონის წვენი ამ შემთხვევაში უხდება და სჯობს ქართული ვერსიის მიხედვით გააკეთოთ.
ეს კოქტეილი უკვე შევიყვანე ჩემი ფავორიტების სიაში. როცა ძალიან, ძალიან შემაწუხებს სიცხე, ვამზადებ (2-3 წუთი სჭირდება), ნელ-ნელა ვწრუპნი და ვტკბები. უგემრიელესია! იმდენად ადვილია და უბრალო, თავიდან არც კი მეგონა ასე თუ მომეწონებოდა აუცილებლად გააკეთეთ
სიტყვა \\\"ლიმონათი\\\" საქართველოში ნიშნავს გაზიან გამაგრილებელ სასმელს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ხილის წვენი ლიმონით. მარწყვის ლიმონათი ძალიან გემრიელი და მარტივი მოსამზადებელია, თან შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიით სხვა კენკრაც დაუმატოთ ოღონდ მხოლოდ კენკრა, რადგან სხვა ხილი არ უხდება. ის ინგრედიენტები რომელსაც ახლა მე დავწერ სამ ჭიქას ყოფნის.
ციტრუსის ლიმონათი ძალიან მარტივი მოსამზადებელია და ასევე უგემრიელესიც არის, თან ზაფხულის სიცხეში კარგად აგრილებს.
ცივი ყავა ნაყინით ძალიან გემრიელი სასმელია, მისი მომზადება ძალიან მარტივია. მისი მომზადება პირდაპირ იმ ჭიქაში ხდება რითიც უნდა მიირთვათ.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! დაგვიანებული რეცეპტების სერიიდან ამჯერად უალკოჰოლო სანგრიას გთავაზობთ. დიახ, ასეთიც არსებობს ! არანაკლებად გემრიელია და კარგადაც აგრილებს.
მერე რა, რომ ზაფხული დამთავრდა, სიამოვნების მიღება არასდროსაა გვიან ![]()
სანგრია ესპანელების საყვარელი სასმელია, რომელიც მზადდება ღვინით და სხვადასხვა ხილით. გამოიყენება როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინო,თუმცა ეს უკანასკნელი უფრო პოპულარულია. ღვინოში ყრიან დაჭრილ ხილს და მირთმევამდე კარგად აცივებენ.ქვემოთ ჩამოთვლილი ხილიდან შეგიძლიათ შეცვალოთ რომელიმე, დაამატოთ სხვა ხილი ან ამოაკლოთ. ზოგიერთი ხილი შეგიძლიათ გაყინულიც გამოიყენოთ, მაგალითდ კენკრა, გარგარი.