კივი

Kiwi-Fruit-Wallpaper

კივი (actinidia)წარსდგენა არ სჭირდება ალბათ, მაგრამ მაინც ავხსნი, რომ ეს შეუხედავი, უხეში ბუსუსებით დაფარული, უგემრიელესი და სასარგებლო ხილი არამარტო ვიტამინებით და მინერალებით არის მდიდარი, არამედ თავისი ისტორიითაც.

ჩინეთიდან იმდენი ამოგზაურეს, სანამ ახალ ზელანდიაში არ აღმოჩნდა და მსოფლიო აღიარება არ მოიპოვა. ეს არ ეყოთ და შემდეგ ხან სახელი შეუცვალეს, ხან „სამშობლო“ და ბოლოს ყველანი შეთანხმდნენ, რომ ეწოდოს კივი, ხოლო ჩინეთისა და ახალი ზელანდიის მიწები დედად და დედობილად გამოაცხადდეს.

ერთიც უნდა ავხსნა სანამ მის დახასიათებასა და საინტერესო ფაქტებზე გადავალ, ანუ რატომ „თავისუფლების სიმბოლო“. გეთანხმებით, ეს მეტად სუბიექტური შეფასებაა, მაგრამ ჩემთვის, საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევის და კივის გაცნობის პერიოდი ერთმანეთს უკავშირდება. აი ასე, „ახალი ხილი“ იყო ჩვენთვის კივიც და თავისუფლებაც.

თუმცა, კივი ნამდვილად უფრო წარმატებით დამკვიდრდა ქართულ მიწაზე, გაითქვა სახელი და შეიყვარა ყველამ, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი განვითარდა, მაგრამ პოლიტიკა აქ შევწყვიტოთ და კივს დავუბრუნდეთ.

 

კივი - საინტერესო ფაქტები:

 

სარგებლიანობა kiwitree

- კივი ის ხილია, რომელიც სახელდება N1 ხილად თავისი სარგებლიანობის მაჩვენლებით. არცერთი ხილი არ შეიცავს ამდენ სასარგებლო მინერალს ერთად, როგორც იგი და არცერთი ხილი არ არის ისე მდიდარი პოტასიუმით, როგორც კივი (უსწრებს ბანანს და ციტრუსს).

- ანტიმუტაციური კომპონენტების შემცველობის გამო კივი ხასიათდება კიბოს უჯრედების გამრავლების შემაკავებელი ფუნქციით;

- ბეტა კაროტინის შემცველობით მე-4 ხილთა შორის;

- კივი ერთადერთი მციფე ხილია, რომელიც მწიფობისას მწვანე ფერს ინარჩუნებს. მკვლევარები თვლიან, რომ ეს მნიშვნელოვანი პლიუსია კივის სასარგებლოდ;

- კივში საუკეთესო ბალანსია სოდიუმ-პოტასიუმის, რაც გულის დაავადებათა მკურნალობისთვის კრიტიკულია;

- ფოლიუმის მჟავის შემცველია; სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, ორსულთათვის რეკომენდებულია;

- კივი დამამშვიდებელი ეფექტით ხასიათდება, მასში შემავალი სეროტონინის გამო, რაც სტრესის შემცირების ეფექტით ხასიათდება;

- კივის სპორტული სასმელი საუკეთესო აღმოჩნდა და გამძლეობა და ენერგია გაუხანგძლივა ხპორცმენებს, როცა რთულ ბუნებრივ პირობებში ვარჯიშობდნენ;

- წონის დიეტისას საუკეთესო ხილია; მინერალებით და ვიტამინებით პირველია ყოველ ერთ კალორიაზე, სხვა ხილთან შედარებით (ასეთია ასევე ნესვი - კანტალოლე, პაპაია და ლიმონი);

- ვიტამინი „ც“ – კივის ერთი პორცია შეიცავს ც ვიტამინის საკმარისზე მეტ რაოდენობას. აუმჯობესებს რკინის ათვისებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას;

ვიტამინი „ე“ - 10% ოდენობით შეიცავს დღიურ საჭირო რაოდენობას;

- კვირაში 5 კივი თავიდან აგვაცილებს სუნთქვით პრობლემებს და შემაწუხებელ ხველას.

benefitskiwiperfectcook- მინერალები: კივში შემავალი მინერალები ხელს უწყობენ ორგანიზმში სითხის რაოდენობის დაბალანსებას, ენერგიას, კანის, თმების, კბილების და ფრჩხილების ჯანმრთელობას უზრუნველყოფენ. იგი აუმჯობესებს გულისცემას;

- სასარგებლოა ასთმიანებისთვის, კვირაში 1-2 კივიც იძლევა შედეგს.

- 2 კივი დღეში სისძარღვების პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა;

- იცავს ორგანიზმს კიბოს დაავადებებისგან;

შერჩევა და გამოყენება:

კივის დამწიფებას ბანანი უწყობს ხელს. მაგრამ როცა მწიფეა, მაშინვე უნდა მოვაშოროთ სხვა ხილს, თორემ სწრაფად დაჭკნება;

მწიფე კივი მაცივარში ინახება 1-2 კვირით;

კივის კანიც იჭმება, რაც დამატებითი უჯრედისია ორგანიზმისთვის, თუმცა თუ არ მოგწონთ - თავისუფლად შეგიძლიათ მოაცილოთ. კანი წინასწარ კარგად უნდა გაირეცხოს.

-         კივი საკვებად გამოიყენება როგორც ხილი, ასევე წვენებში, სმუზებად, ჯემად და ა,შ,

-         კივის სარგებლიანობაზე საუკეთესო თვალსაჩინოებას ამ პირამიდით წარმოგიდგენთ. დაწვრილებით იხილეთ ბმულზე;

 

 

 

 

kiwi to go1

 კივის საჭრელები:

ეს კიდევ ერთი საკითხი და დიდი მარკეტინგული არეალია. კივის როგორი საჭრელი ან კოვზი არ არსებობს, მეც მაქვს რამდენიმე, თუმცა ყელაზე საუკეთესო ეს ბოლო ვარიანტია, რომელიც თავისთავში მოიცავს კივის შესანახ კონტეიენრს, დანას და კოვზს. როგორც იტყვიან - სუპერ!

აი, ისიც:

 

Comments  

 
0 #11 dimalepert 2013-03-12 14:34
მემგონო აქ ჩემს მეტი არავინაა, აბა კარგად, მიირთვით კივი, ის დზააან სასარგებლოა
Quote
 
 
0 #10 dimalepert 2013-03-12 14:32
სად ვიშოვო წითელი კივი?
Quote
 
 
0 #9 dimalepert 2013-03-12 14:28
კივი მაგარია, სახლსჰი მაქვს რქმოდენიმე ძირი, დღეს გავიგე კივი ახალი სახეობი არსებობის შესახებ ___ე.წ. წითელი კივი, რომელიც როგორც მითხრეს ყველაზე სასარგებლოა და ამავდროულად ყველა მის წინამორბედზე ძვირი
Quote
 
 
0 #8 ეკა 2013-03-11 06:47
მოგესალმებით,
დიდი მადლობა საინტერესო საიტისთვის.
თხოვნით მინდა მოგმართოთ. სასარგებლო ლინკების სიაში vinoge.com გაქვთ. როგორც ვიცი თქვენი რეცეპტებიც ქვეყნდება მათ გვერდზე.
ამიტომ, იქნებ თქვენც მიაწვდინოთ ხმა. ქვემოთ მოცემულ ლინკზე ერთ-ერთი ბლოგერის რეცეპტი და ფოტო ავტორის მითითების გარეშეა გამოქვეყნებული. იქნებ, თქვენც მიწეროთ, რომ ავტორი მიუთითონ ან აიღონ გვერდიდან.
მადლობა

http://vinoge.com/samzareulo/mwnilebimarinadebi/prasis-ruleti

აი ორიგინალი

http://galya1963.livejournal.com/167453.html
Quote
 
 
0 #7 mianano 2013-02-15 18:03
ასეთი კარგი თუ იყო ნამდვილად არ ვიცოდი. მიხარია, ჩემებს უყვართ ძალიან, გმადლობთ, კარგი ინფოსთვის
Quote
 
 
0 #6 Natia Minashvili 2013-02-13 12:23
გამარჯობა mr.chef; ვნახე თვენი მესიჯი:) სასიამოვნოა რომ დაინტერესდით:)
Quote
 
 
0 #5 Mr.Chef 2013-02-12 20:32
გამარჯობათ ქალბატონო ნათია მსურს ამ საიტის შეძენა გთხოვთ დამიკავშირდეთ ჩემს მეილზე
სამწუხაროდ საკონტაქტო ინფორმაცია ვერსად ვნახე და ამიტომ ასე მიწევს ასე დაკავშირება
Quote
 
 
0 #4 Natia Minashvili 2013-02-08 10:46
გოგოებო, მიხარია თქვენი კომენტარები:) სიმართლე გითხრათ, მეც იგივე დამემართა რაც თქვენ - უბრალოდ რომ მეუბნებოდა დედა და ბებია (ერთჳ ექიმი და მეორე ბიოლოგი) კარგიაო - არ მესმოდა რატომ; ამ მასალის შემდეგ აღმოვაჩჳნე:)
Quote
 
 
0 #3 dona 2013-02-08 01:25
ესე იგი, ორი კვირაა მიდევს სახლში და კიდევ კარგი წავიკითხე ეს სტატია, ეგრევე დავიჭერი სამი ცალი, მადლობა ნათია
Quote
 
 
0 #2 annushka 2013-02-06 09:56
vaaa ra kargi rame yofila))) imdeni modis chventan, rom arc ki vafasebt)))) axla sxva tvalit shevxede)))
Quote
 

Add comment